შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს–ს შენობა
საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტი მოახდენს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში დანერგვას

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანება უკვე შევიდა ძალაში და მას  შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა ნიშნითა და  სიძულვილის   მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ  ჩადენილი დანაშაულის  ფაქტებზე დროული  რეაგირებისა და გამოძიების  ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. 

„დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს“, —ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0