ქართული დიასპორა ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს

© Photo: courtesy of Press office of the Ministry for Diasporaგლობალური დიასპორის კვირეული
გლობალური დიასპორის კვირეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ასოციაცია უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის საქართველოში საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაცია (OGBA – Overseas Georgian Business Association) გაჩნდება, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“  მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.

ბათუმის საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ვაჭრობა: ქართული პროდუქციის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

„ასოციაციის შექმნის მთავარი იდეა გახდა ის, რომ მოძრაობა KAR.GE-ს მუდმივად აქვს კომუნიკაცია იმ ქართველებთან, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და დაინტერესებული არიან იმპორტით (საქართველოდან). ჩვენ ბევრი პატარა ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ აუცილებელია გარკვეული სისტემა, გარკვეული მექანიზმი, რათა სისტემურობა შენარჩუნდეს“, — განაცხადა ზივზივაძემ.
მისი სიტყვებით, ასოციაცია იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ეწევიან ბიზნესს და დაინტერესებული არიან ქართული პროდუქციის იმპორტით.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ  საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველებს შორის საქმიანი ურთიერთობები განვითარდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე“, — აღნიშნა ზივზივაძემ.
მისი სიტყვებით, ახალი ბიზნეს-ასოციაცია საბოლოოდ მიმდინარე წლის დეკემბერში ჩამოყალიბდება.
მოძრაობა KAR.GE  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციითაა დაკავებული. მოძრაობას თავისი ვებ-გვერდი აქვს, სადაც წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქცია და ბრენდები.

ყველა ახალი ამბავი
0