მთიან აჭარაში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა

© Government of Adjaraთოვლი მაღალმთიან აჭარაში
თოვლი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში ყველაფერი თოვლმა დაფარა

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დიდი თოვლის გამო მაღალმთიან აჭარაში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს, ბარში კი — 70-80 სანტიმეტრს.

შუახევის რაიონში დროებით დაიკეტა 17 სკოლა და სამი საბავშვო ბაღი, ხოლო ხულოს რაიონში — 33 სკოლა და ყველა საბავშვო ბაღი.

მატარებელი - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს რკინიგზას პრობლემები შეუქმნა

პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. მასმედიის ინფორმაციით, ხულოს რაიონში დენის გარეშე დაახლოებით 2 ათასი აბონენტი დარჩა. ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ცნობით, სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

ქედას რაიონში რამდენიმე ადგილზე მეწყერი დაფიქსირდა. რამდენიმე სოფელში დაკეტილია შიდა გზები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 15 ერთეული მძიმე ტექნიკა.

მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.

ყველა რაიონული ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0