ქართველი იტალიოლოგი, რომელიც რომის პაპთან არსებული კულტურული საზოგადოების წევრია

© FB / Gaga Shotadzeგაგა შოთაძე
გაგა შოთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით, იტალია ბევრი ქართველისთვის საოცნებო ქვეყანაა, თუმცა მსგავსი რამ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იტალიური კულტურის ზერელე ცოდნით ან ტურისტის სტატუსით იქ ჩასვლით გამოიხატება.

ჩვენ გაგაცნობთ ქართველს, რომლის სიყვარულიც ამ ქვეყნის მიმართ სხვადასხვა საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობებით გამოიხატება. გაგა შოთაძე — იტალიოლოგი, იტალიური ენის ასოცირებული პროფესორი და ფლეიტისტი გახლავთ. მას შემდეგ, რაც 2003 წელს, ის იტალიის საელჩოს მიერ საქართველოში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, საქმიანი და შემოქმედებითი კავშირი იტალიასთან დღემდე არ გაუწყვეტია. ასოცირებული პროფესორის სტატუსი გაგა შოთაძეს საქართველოში იტალიის იმდროინდელმა ელჩმა, ფაბრიციო რომანომ მიანიჭა. ის აგრეთვე რომის პაპთან არსებული კულტურული საზოგადოების წევრი და იტალიაში ქუთაისის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენელი გახლავთ. ამას გარდა ბატონი გაგა დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო პროექტების ავტორი და კოორდინატორიცაა.

© Photo: Courtesy of Gaga Shotadzeგაგა შოთაძე
გაგა შოთაძე - Sputnik საქართველო
გაგა შოთაძე

- ბატონო გაგა, გაიხსენეთ პირველად როდის დაინტერესდით იტალიური ენითა და იტალიით?

— მე ქუთაისელი ვარ, ქუთაისში, მოგეხსენებათ, ცხოვრობდნენ იტალიელი მისიონერები, რომლებიც ჩვენთან კონცერტებს ხშირად მართავდნენ. ამ ქალაქში ყოველთვის ჩამოდიოდნენ იტალიელი ხელოვანები და ამ კონცერტებზე მე, როგორც ფლეიტისტი ისე გამოვდიოდი. იტალიასთან ჩემი ურთიერთობაც სწორედ ამან განაპირობა.

© Photo: Courtesy of Gaga Shotadzeგაგა შოთაძე
გაგა შოთაძე - Sputnik საქართველო
გაგა შოთაძე

- იტალიით თქვენი გატაცება და დაინტერესება საქმიან ურთიერთობებში როდის გადაიზარდა?

— 2003 წელს, იტალიის საელჩომ საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა კონკურსი, რომელიც მიზნად სტაჟირებისთვის ქართველი ნიჭიერი ადამიანების წარგზავნას ისახავდა. კონკურსი სხვადასხვა სფეროს მოიცავდა: ჟურნალისტიკა, მუსიკა, ზოგადად ხელოვნება. მონაწილეებს შორის მუსიკოსი მარტო მე ვიყავი. კონკურსის პირობების თანახმად იტალიური ენა კარგად უნდა გცოდნოდა. კონკურსი იტალიის საელჩოში ჩატარდა და მე მასში გამარჯვება მოვიპოვე. მაშინდელმა კულტურის სამინისტრომ მომცა რეკომენდაცია, იმიტომ, რომ მე ბავშვობიდან ვარ რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი. ამის მერე სამთვიანი სტაჟირებისთვის სასწავლებლად გავემგზავრე ფლორენციაში, სადაც წარმატებით ჩავაბარე გამოცდები.

- თქვენ იტალიის კულტურული საზოგადოების წევრიც ხართ…

— დიახ, იტალიაში არის რომის პაპთან არსებული კულტურული საზოგადოება, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ხელოვანი ადამიანები და 2004 წელს, ამ საზოგადოების წევრი გავხდი. იმ პერიოდიდან მოყოლებული იტალიაში ამ საზოგადოების მიწვევით ყოველ  წელს ჩავდიოდი და კონცერტებს ვატარებდი. როგორც დიდ მოვლენას,  გავიხსენებდი იტალიაში, 2003 წელს გამართულ კონცერტს, რომელსაც რომის პაპი ესწრებოდა. ამ კონცერტზე მე „სანტე ჯიდიოს“ ვუკრავდი.

- ბატონო გაგა, როდის დაგასახელეს იტალიაში ქუთაისის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლად?

— ეს იყო 2005 წელს, როცა მე იტალიაში ქუთაისის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლად დამასახელეს. მაშინ პერუჯის უცხოელთა უნივერსიტეტში მეორე სტიპენდია  მოვიპოვე და ამავე  უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის ფაკულტეტი დავამთავრე. იმ პერიოდში როცა ვსწავლობდი, პარალელურად ახალგაზრდულ დეპარტამენტების სამსახურებს შორის ქუთაისი-რომის დამეგობრებას მოვაწერეთ ხელი. მაშინ ახალგაზრდული დეპარტამენტები ცალკე არსებობდა და ის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორცილებას ისახავდა მიზნად.

.

 

 

 

© Photo: Courtesy of Gaga Shotadzeფლეიტისტი გაგა შოთაძე ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ
ფლეიტისტი გაგა შოთაძე ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ - Sputnik საქართველო
ფლეიტისტი გაგა შოთაძე ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ

- ვიცი, რომ პერუჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსზეც გაიმარჯვეთ…

— დიახ, 2008 წელს, პერუჯის უნივერსიტეტში, ისევ იტალიის მთავრობის დაფინანსებით მოეწყო კონკურსი, რომელშიც გამარჯვების შემდეგ იტალიური ენის გადამზადების ერთთვიანი კურსები გავიარე. ეს კურსები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს მოიცავდა. მაშინ გადმომეცა იტალიური ენის სპეციალისტის დიპლომი, რომელიც ევროპაშიც ღირებულია.

- ვინ და როდის მოგანიჭათ ასოცირებული პროფესორის სტატუსი?

— ეს მოხდა 2009 წელს, როცა საქართველოში ჩამოვედი. მაშინ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე გახლდათ. საქართველოში იტალიის ელჩი კი — ბატონი ფაბრიციო რომანო, სწორედ მათ ერთობლივად მოაწერეს ხელი ჩემთვის ასოცირებული პროფესორის მონიჭების დოკუმენტს. იტალიის განათლების სამინისტროში დავიცავი ხარისხი თემაზე: „იტალიის ურთიერთობები, ჩვენი ტრადიციების მსგავსებანი“, ამის საფუძველზე ასისტენტ-პროფესორის წოდება მომენიჭა. 2013 წელს იტალიის მთავრობის დაფინანსებით სამთვიანი ფაკულტეტი საერთაშორისო ტურიზმის მოკლე კურსი გავიარე, რის საფუძველზეც საერთაშორისო ტურიზმის სპეციალისტის წოდებაც მომენიჭა. გეტყვით იმასაც, რომ იტალიასთან ჩემს კონტაქტს სუბიექტური ფაქტორიც დაემატა-დეიდაჩემი უკვე 20 წელია, რაც იტალიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

© Photo: Courtesy of Gaga Shotadzeქალაქ პიზის მერი გაგა შოთაძე და იტალიაში საქართველოს კონსულის მოადგილე და კულტურის ატაშე სოფიო ქარცივაძე წმინდა გიორგის ხატის გადაცემის დროს იტალიაში, საქართველოს საელჩოში
ქალაქ პიზის მერი გაგა შოთაძე და იტალიაში საქართველოს კონსულის მოადგილე და კულტურის ატაშე სოფიო ქარცივაძე წმინდა გიორგის ხატის გადაცემის დროს იტალიაში, საქართველოს საელჩოში - Sputnik საქართველო
ქალაქ პიზის მერი გაგა შოთაძე და იტალიაში საქართველოს კონსულის მოადგილე და კულტურის ატაშე სოფიო ქარცივაძე წმინდა გიორგის ხატის გადაცემის დროს იტალიაში, საქართველოს საელჩოში

- ბატონო გაგა, თქვენ ტურიზმითაც ხართ დაინტერესებული და საერთაშორისო ტურიზმის სპეციალისტი ბრძანდებით…

— დიახ, 2013 წელს, იტალიის მთავრობის დაფინანსებით საერთაშორისო ტურიზმის მოკლე, სამთვიანი კურსი გავიარე. ამის საფუძველზე  საერთაშორისო ტურიზმის სპეციალისტის წოდება მომენიჭა. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე საერთაშორისო პროექტების ავტორი ვარ. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში გვაქვს საინფორმაციო ცენტრი, რომლის ბაზაზეც გაცვლით პროგრამებს ვახორციელებთ. მეამაყება, რომ ახლახან ამ პროგრამის ფარგლებში ჩემმა ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა. ერთი, ფილოლოგია და რომში, ვატიკანში სწავლობს, მეორემ იტალიური ენის განხრით სტიპენდია მოიპოვა და რომის ლეონარდო და ვინჩის უნივერსიტეტში სწავლობს. ესენი გახლავთ მარიამ კიკვაძე და მიხეილ ჯიქია.

- გარდა აქტიური საქმიანობისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწევით, რომელი ქართული ნაწარმოები თუ ავტორი თარგმნეთ?

— შარშან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ნაილი ხეთერელის ლექსების კრებული გამოვიდა. ეს ქალბატონი საპატრიარქოში სამედიცინო სექტორის კოორდინატორია. მე მისი ოცი ლექსი ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორ, კლაუდიო დებიაზთან ერთად ვთარგმნე. სამომავლოდ ფლორენციის მწერალთა კავშირის მიერ იგეგმება ჩემს მიერ ნათარგმნი ლექსების კრებულის გამოქვეყნება. მე ვთარგმნე ოცი ქართველი პოეტის ლექსები იტალიურ ენაზე. ამ კრებულით ჩემი, როგორც მთარგმნელის სახე წარმოჩინდება. გეგმები დიდია და იტალიასთან ჩემი აქტიური კავშირი მომავალშიც გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0