35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებზე თავდამსხმელი 17 წლის მოზარდია

გამოწერა
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამ არასრულწოვანზე თავდასხმის ბრალდებით 17 წლის ახალგაზრდა თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრიმინალური პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისში მოზარდები დაჭრეს

ინციდენტი თბილისში, 31 იანვარს, საღამოს მოხდა. თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ ყოფილ თანაკლასელთან, რომელმაც ახალგაზრდებს ცივი იარაღით მუცლის, გულმკერდისა და ხელის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის  იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება”) მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0