თბილისში მოზარდები დაჭრეს

© Sputnik / STRINGERკრიმინალური პოლიციის მანქანა
კრიმინალური პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა ფილტვშია დაჭრილი

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ორი დაჭრილი მოზარდი გადაყვანილია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთი მათგანი ფილტვშია დაჭრილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი და სად მოხდა ინციდენტი.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ბოლო ინფორმაციით, მოზარდები ცივი იარაღით დაჭრეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0