მეტრო „ვარკეთილმა“ მუშაობა განაახლა

© photo: Sputnik / StringerСтанция метро "Варкетили"
Станция метро Варкетили - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „ვარკეთილი“ 06:00 საათიდან მგზავრებს ემსახურება

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურმა „ვარკეთილი“, სადაც სამშაბათს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და ადამიანები დაშავდნენ, მუშაობა განაახლა.

მეტრო „ვარკეთილის“ კარი, წესისამებრ, 06:00 საათზე გაიღო.

მეტროში ჭერის ჩამონგრევამ 14 ადამიანი დააზარალა, მათ შორის, პოლიციელები. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ინციდენტი სამშაბათს, 10:30 საათზე მოხდა.

სადგური „ვარკეთილი“ გუშინ მთელი დღე დაიკეტა. გარდა ამისა, მგზავრები ვერ მიიღო „ისნისა“ და „სამგორის“ სადგურებმა.

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მომხდარში დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს, იგი მკაცრად დაისჯება. ამასთან, მან საზოგადოებას მოუწოდა  გამოძიების შედეგებს დაელოდონ. 

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
მოვლენები მეტრო „ვარკეთილში“: დავით ნარმანიას მოსაზრება

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე  აღძრულია მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლოების აღკვეთით.

სადგურ „ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კითხვები არსებობს იმ კერძო კომპანიასთან, რომელმაც „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილი და საბურთლოს ხაზზეა განთავსებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.


ყველა ახალი ამბავი
0