მოვლენები მეტრო „ვარკეთილში“: დავით ნარმანიას მოსაზრება

© courtesy of David Narmaniaდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემსრულებლის არჩევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მერიას, არამედ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის ყოფილმა მერმა განმარტა, რატომ შეირჩა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტისთვის 2015 წელს დისკვალიფიცირებული კომპანია „ყვარელრემმშენი“.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამშაბათ დილით ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სადგურზე რემონტი გასული წლის აგვისტოში დასრულდა და მისი ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს.

პოლიციის განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო
სარემონტო კომპანიის უფროსის გამოკითხვა: ვინ არის დამნაშავე მეტროში ჭერის ჩამონგრევაში

„ეს კომპანია ტენდერში გამარჯვებული იყო. ტენდერის შემთხვევაში რაიმე უარყოფითი რომ ყოფილიყო, ეს მისცემდა სატენდერო კომისიას შესაძლებლოაბას ტენდერის შედეგები გაეუქმებინა. არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტენდერი ჩაიშლებოდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდებოდა“, — განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, ამ კომპანიას სხვა სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ის ბრუნვაში 200 000 ლარის არსებობის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტენდერის შედეგებზე პასუხს აგებს არა თბილისის მერია, არამედ თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

„მერიის სისტემა კომპლექსურია და თითოეულ მიმართულებას თავისი პასუხისმგებელი პირი გააჩნია. სატრანსპორტო კომპანია პასუხს აგებს თავის ტენდერებზე, რაიონული ადმინისტრაცია — თავის ტენდერებზე და ა.შ. მერიის სტრუქტურაში ტენდერების სისტემა დეცენტრალიზებულია, რადგან ბევრი შესყიდვა ხორციელდება და პარალელურად ბევრი სამუშაოები მიმდინარეობს“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ - Sputnik საქართველო
მეტროს სადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ოთხშაბათს, დილით განაახლებს

მან ასევე ტრაგედიის შესაძლო მიზეზები დაასახელა.

„როდესაც ასეთ სავალალო შედეგს ვიღებთ, უნდა დადგინდეს, რამდენად სწორად იყო შედგენილი პროექტი, რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები და მესამე — ვინ იყო ვალდებული განეხორციელებინა ზედამხედველობა ამ სამუშაოებზე. სამუშაოებზე ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა სატრანსპორტო კომპანიას და მის მიერ დაქირავებულ ზედამხედველობის კომპანიას“, — განმარტა ნარმანიამ.

ჭერის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლოების აღკვეთით.


ყველა ახალი ამბავი
0