სარემონტო კომპანიის უფროსის გამოკითხვა: ვინ არის დამნაშავე მეტროში ჭერის ჩამონგრევაში

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება თბილისში
პოლიციის განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარზე პასუხისმგებლობა იმ ექსპერტს უნდა დაეკისროს, რომელმაც ძველ სამაგრებზე დასკვნა გასცა, აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა კომპანია „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებლის გიორგი ჯოხარიძის გამოკითხვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

კომპანია „ყვარელმშენმა“ შეასრულა სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც დღეს დილით ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

ჯოხარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დღეს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხობდა.

როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჯოხარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა კომპანიამ სამუშაოები პროექტის სრული გათვალისწინებით ჩაატარა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ - Sputnik საქართველო
მეტროს სადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ოთხშაბათს, დილით განაახლებს
 

„მერიამ ჩაიბარა. არანაირი შენიშვნა მერიას არ ჰქონია… ძველი კონსტრუქცია მოიშალა და მაგან წამოიღო დანარჩენი ეს ახალი კონსტრუქცია“, — განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ.

მისი განცხადებით, სწორედ მერიისგან მიიღო მისმა კომპანიამ დაკვეთა, დაეტოვებინათ ძველი სამაგრები და მათზე ახალი კონსტრუქციები დაემაგრებინათ.

გიორგი ჯოხარიძის თქმით, ჩამონგრევაშია დამნაშავეა ის, ვინც გასცა ექსპერტიზის დასკვნა მასზედ, რომ ძველ საკიდებზე ახალი კონსტრუქციების დამაგრება შეიძლებოდა. ვინ გასცა ეს დასკვნა, ჯოხარიძეს არ დაუკონკრეტებია.

ამჟამად მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სადგური დაკეტილია, მისი მუშაობა, სავარაუდოდ, დილის 6 საათზე აღდგება.

სადგურ „ვარკეთილში" სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0