კერძო სექტორი კმაყოფილია საქართველოს ბიზნესგარემოთი

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან
გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები კმაყოფილები არიან ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემითა და ადმინისტრირებით

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო კვლევას „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“.

მეწარმეები საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო მოხერხებულია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისთვის და გრძელვადიანი განვითარებისთვის. 

კვლევის თანახმად, კერძო სექტორი გამორჩეულად დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემასა და საგადასახადო ადმინისტრირებას, რაც, კომპანიების აზრით, ბოლო სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის ფარგლებში მეწარმეებმა ასევე შეაფასეს მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო და შრომის ბაზარი.

თბილისი ნისლში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8%-ით გაიზარდა

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2017 წელი მთლიანობაში, დაგეგმილზე მაღალი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა.

„ზრდის მაჩვენებლები იყო დაგეგმილზე მაღალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით; მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობამ 2017 წლის ბიუჯეტის ღიაობის ინდექსში საქართველოს 115 ადგილიდან მეხუთე ადგილი მიანიჭა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებს წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ხაზი გაუსვა მის გამოცდილებას ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და ბიზნესის წარმომადგენლებს მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალური გულწრფელობისა და გახსნილობისკენ მოუწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა ბიზნესსექტორის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზე მუშაობაც, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0