თბილისი, 31 იანარი — Sputnik. გერმანიაში, ჰაიდელბერგის პროკურატურის მოთხოვნით, ორი ქართველი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთობლივ პრესრელიზს ედერბახის პროკურატურა და პოლიცია ავრცელებს, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა დაკავების ოპერაცია.
გამოძიების ინფორმაციით, ქართველები კბილის ჯაგრისებისა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ორ ქართველს სურდა „ამ და სხვა სახის ქურდობა საკუთარი მუდმივი შემოსავლის წყაროდ ექცია“.
ქურდობა ქალაქ ედერბახის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. სწორედ შემთხვევის ადგილზე დააკავეს გერმანელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები.
22 წლის და 25 წლის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საქმე ჰაიდელბერგში მოსამართლემ უკვე განიხილა და მისი გადაწყვეტილებით, გამოძიების პროცესში მათ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მოუწევთ ყოფნა.