გერმანიაში მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს

© photo: Sputnik / Ekaterina Solovyova / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ორივე ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. გერმანიაში მაღაზიიდან 6800 ევროს ღირებულების საქონლის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს, იუწყება საზოგადოებირივი მაუწყებლის პირველი არხი.

Офицер турецкой полиции с автоматом в оцеплении на месте преступления - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

როგორც მანჰაიმის პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, 43 წლის ქალმა და 46 წლის მამაკაცმა სულ მცირე, ხუთჯერ გაძარცვეს ტანსაცმლის ძვირადღირებული ბრენდებისა და პარფიუმერიის მაღაზია.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და ეჭვმიტანილები ადგილზევე აიყვანეს.

დაკავებულების მაინცში მდებარე ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. სასამართლომ  დაკავებულების დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულები სხვადასხვა საპატიმროში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0