თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
თურქული მედიის ინფორმაციით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.
ქალმა დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. მოკლა, რის შემდეგაც ამავე იარაღით თავი მოიკლა. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი.
თურქული მასმედიის ინფორმაციით, მომხდარის დროს სახლში ქართველის ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა.
ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში იყო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.