აშშ-ში ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს

© Sputnik \ Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პოლიციის თანამშრომლები
აშშ-ის პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით კანდელაკთან ერთად, ამერიკელი მამაკაციც არის მოკლული

თბილისი, 21 იანვარი —Sputnik. აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, 31 წლის ქართველი ექიმი, დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი ტელევიზიების ინფორმაციით, მასთან ერთად ნაპოვნია 30 წლის ამერიკელი მამაკაცის, ჯოშუა რაისის ცხედარიც. ცხედრები რაისის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
შეყვარებულის ცემის ფაქტზე იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ჯოშუა რაისის მეგობრების განცხადებით, მათთვის უცნობია, თუ რა კავშირი ჰქონდათ მოკლულებს ერთმანეთთან.

ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, კანდელაკის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა. ქალი პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მეუღლე ფლორიდის შტატში,  ქალაქ მაიამიში წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. შეტყობინების მიღების შემდეგ, პოლიციამ ქართველ მამაკაცზე ძებნა გამოაცხადა.

პოლიციის ინფორმაციით, კანდელაკი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები დარჩა.

ამჟამად, პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით კანდელაკი ამერიკის მოქალაქეა და ის უკვე წლებია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 


ყველა ახალი ამბავი
0