შეყვარებულის ცემის ფაქტზე იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© Fotolia / Sdecoretოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ კაპრის ქუჩაში მოხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 31 წლის საქართველოს მოქალაქე ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. მან ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა თავს.


ყველა ახალი ამბავი
0