ცოფიანმა ძაღლმა კახეთში ადილობრივი მოსახლეობა და ცხოველები დაკბინა

© Sputnik / Levan Avlabreliძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლმა ადგილობრივი მოსახლეობა და პირუტყვი დაკბინა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ინციდენტის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს ვეტერინარები, აიღეს სინჯები ლაბორატორიული კვლევისთვის და აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ცოფიანია.

სეირნობა მშვიდობის ხიდზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ცოფის შემთხვევები აღარ ფიქსირდება

ვეტერინარებმა რისკის ზონაში ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაციისა და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების გატარება გადაწყვიტეს.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა ცოფიანი ძაღლის ნაკბენით დაშავებულებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარა.

სურსათის სააგენტომ 2017 წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 298,7 ათას ცხოველს ჩაუტარა, აქედან 279,6 ათასი ძაღლი და კატა იყო, ხოლო 19 ათასზე მეტი — მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ცოფი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, თითქმის ყოველთვის სასიკვდილო შედეგით მთავრდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0