საქართველოში ცოფის შემთხვევები აღარ ფიქსირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსეირნობა მშვიდობის ხიდზე
სეირნობა მშვიდობის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2014 წლიდან სპეციალისტები ცოფის პრევენციის მიზნით ღონისძიებებს ატარებენ

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლიდან დღემდე საქართველოში არ დაფიქსირებულა ადამიანის ცოფით დაავადების არც ერთი შემთხვევა, ნათქვამია დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2007 წლიდან ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სურსათის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა დაესწრო.

კატა - Sputnik საქართველო
თბილისში კატებსა და ძაღლებს ცოფზე უფასოდ აცრიან

ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა ქვეყანაში გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება.

ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებისთვის დაგეგმილი და გატარებელი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ვითარება უკეთესისკენ შეიცვალა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურებმა შემდეგი ღონისძიებები გაატარეს: ცოფის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა, რომელიც ნაკბენის დამუშავებას და სპეციალურ აცრას გულისხმობს; ცოფით დაინფიცირებისგან დაიცვეს ზოგიეთი პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის ვეტერინარები, სპელეოლოგები, ლაბორატორიების თანამშრომლები, მომთვინიერებლები; საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გაიზარდა ანტირაბიული პრეპარატების ხელმისაწვდომობა [იმუნოგლობულინი, რომელსაც ცოფის საწინააღმდეგო აცრაში იყენებენ]. გარდა ამისა, სპეციალისტები საინფორმაციო კამპანიებს ატარებდნენ.

ვაკის პარკში სურსათის სააგენტო შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაციას ატარებს, რომელიც 28 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. სულ მიმდინარე წელს 289 300 შინაური ცხოველის ვაქცინაცია არის დაგეგმილი.

როცა ჩვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი — ძაღლი შეუძლოდ ხდება, ზუსტად ისევე ვფეთდებით“, როგორც პატარა ბავშვის ავადმყოფობისას - Sputnik საქართველო
ვეტერინარი: 13 წლამდე ბავშვები ვერ აცნობიერებენ, რომ ცხოველებს ზიანს აყენებენ

ცოფი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, თითქმის ყოველთვის სასიკვდილო შედეგით მთავრდება.

ადამიანების ცოფით დაავადების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ინფიცირებული ცხოველის — ძაღლის, კატის ან ველური ცხოველების (მელა, ენოტი, ტურა, მგელი) კბენა. ყველაზე ხშირად დაავადება შორეულ სოფლებში 5-დან 14 წლამდე ბავშვებს ემართებათ.

ადამიანების ინფიცირება, ჩვეულებრივ, კბენის ან ნაკაწრის საშუალებით კანიდან ხდება. ვირუსი თავისა და ზურგის ტვინის პროგრესულ, სასიკვდილო ანთებას იწვევს.

ცოფისგან ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 55 ათასი ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კიდევ ერთხელ ახსენებენ ადამიანებს, რომ ამჟამად არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები, რომლებიც აუცილებელია ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოველებმა დაკბინეს ან დაკაწრეს. მაგრამ, სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში ეს ვაქცინები საკმაოდ ძვირი ღირს და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0