თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გამოძიების ცნობით, რომეო ლ.-სა და ედიშერ ჯ.-ს ბრალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ედება.
პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების დახმარებით მიაგნო. ბრალდებულების სახლიდან ამოღებულია ნაქურდალი ნივთები — რამდენიმე ტელევიზორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა ტექნიკა.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ბინაში მძარცველებმა სახურავიდან დაშვებული თოკით შეაღწიეს.
სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.