ტკბილეულის მოყვარული მძარცველები: გატაცებულია 400 ათასი ევროს ღირებულების შოკოლადი

CC0 / Pixabay / შოკოლადის კანფეტები
შოკოლადის კანფეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ერთი სატვირთო თავისი საქონლიანად იქვე ახლოს, ტრასაზე გაჩერებული აღმოაჩინა, რომლის მძღოლიც სამართალდამცველებს გაექცა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქალაქ ფრაიბურგ-იმ-ბრაისჰაუში დაუდგენელმა პირებმა ორი სატვირთო ავტომობილი გაიტაცეს, რომლებშიც 44 ტონა შოკოლადი იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით.

ალკოჰოლური სასმელების ვიტრინა - Sputnik საქართველო
გახმაურებული ქურდობა: ნაპოვნია 1.3 მლნ დოლარად შეფასებული საკოლექციო არაყი

ინციდენტი შაბათის ღამით მოხდა. ორი ფურა, საერთო ჯამში 400 ათასი ევროს ღირებულების საქონლით, სამრეწველო ზონაში მდებარე სადგომზე იყო გაჩერებული.

პოლიციამ ერთი სატვირთო თავისი საქონლიანად იქვე ახლოს, ტრასაზე გაჩერებული აღმოაჩინა, რომლის მძღოლიც სამართალდამცველებს გაექცა, ხოლო მეორე ფურა ქალაქ ლარის მახლობლად იპოვეს — ტვირთისგან დაცლილი. როგორც ჩანს, მძარცველმა მოასწრო 22 ტონა შოკოლადის სხვა მანქანაში გადატვირთვა და წაღება.

პოლიციამ უკვე დაიწყო ინციდენტის გამოძიებაზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0