თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დანიაში იანვრის დასაწყისში მოპარული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, საკოლექციო არყის ბოთლი ნაპოვნია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
როგორც კოლექციის მფლობელი ბრიან ინგბერგი აცხადებს, ქურდს არაყი არ დაულევია.
აღნიშნული ბოთლი ოქროსა და ვერცხლისგანაა დამზადებული, მასზე დატანილია სარბოლო მანქანა „რუსო ბალტი“, ხოლო არაყი ბრილიანტის ფილტრშია გატარებული. საცობის ფუნქციას კი ძვირფასი ქვებით შემკული, რუსეთის იმპერიის გერბი ასრულებს. ბოთლი ასევე ცნობილია იმითაც, რომ ის 15 წამით გამოჩნდა პოპულარული ამერიკული სერიალის, „ბანქოს სახლის“ კადრში, სადაც ამერიკის პრეზიდენტის როლის შემსრულებელი კევინ სპეისი მას საჩუქრად ღებულობს „რუსეთის პრეზიდენტისგან“.
ბრიან ინგბერგი გახლავთ მსოფლიოში უდიდესი კოლექციის მფლობელი, რომელიც კოპენჰაგენში ინახება. მისი თქმით, არყს ბოთლი სწორედ ამ კოლექციიდან მოიპარეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისტორია მთელი მსოფლიოს პრესაში გაშუქდა, ქურდი შეშინდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბოთლი კოპენჰაგენიდან 20 კმ-ს დაშორებით მდებარე სამშენებლო მოედანზე დატოვა“, — განაცხადა კოლექციის პატრონმა.
ინგბერგის თქმით, არყის კოლექციის შეგროვება 20-25 წლის წინ დაიწყო და დღეისათვის მასში 1200 ბოთლი არაყია მთელი მსოფლიოდან.