მძევლად სვანეთში: მამას 8 შვილი წლებია სახლში ჰყავს გამომწყვდეული

© Sputnik / Denis Aslanovსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამის გადაწყვეტილებით, ბავშვებს არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ.

თბილისი,28 იანვარი- Sputnik. სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვების მამას, ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი — 21 წლისა გოგოა, უმცროსი ბიჭი კი — შვიდის.

მამის გადაწყვეტილებით, ბავშვებს არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. 

„მე უფრო კარგი მეთოდი მაქვს. სკოლაში სულიერი და ხორციელი ენერგიის დახარჯვის ნაცვლად, ბავშვები წყნარად, მშვიდად გაიზრდებიან. პროგრამა გადატვირთულია — ფიზიკა, ქიმია. საქართველოს ყველა სკოლაში ასწავლიან ფიზიკას, ქიმიას. იქნება ზედმეტია ეს ყველაფერი“, — აღნიშნავს ბავშვების მამა.

მამას მიაჩნია, რომ მისი შვილები საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
სულიერება, თმენა, პრაქტიკული მაგალითები – ბავშვის აღზრდის თავისებურებანი ინდოეთში

„ბავშვი რომ უკვე ჩამოყალიბებული არის, იცის რომ სიგარეტის მოწევა მავნებლობაა, იცის, რომ სადღეგრძელოში „კაცობას გაუმარჯოს“ ეს აფერისტული სიტყვებია. ქელეხი და ჯგუფური პურისჭამები, ქორწილები — ეს მაიმუნობაა და მეტი არაფერი, ყველაფერი რომ ეცოდინებათ, 17-18 წლის ასაკიდან ნორმალურია, რომ ბავშვი გავიდეს ცხოვრებაში და ჩამოყალიბდეს ადამიანად“, — მიიჩნევს დევნოზაშვილი.

დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

სვანეთში გადასვლამდე ოჯახი ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა, ბავშვებს სახლიდან არც მაშინ უშვებდა. მეზობლების მოთხოვნისა და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამირან დევნოზაშვილმა შვილებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება მისცა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით.

შინაპატიმრობა და განათლების უფლების შეზღუდვა კანონით ისჯება. ამის გამო, ამირან დევნოზაშვილს სამართალდამცველებთანაც  ჰქონდა პრობლემები. თუმცა, პოლიციამ მისი დარწმუნება ვერ შეძლო. მასთან ვერც სოციალურმა მუშაკებმა და ვერც მეუფემ გააწყვეს რამე. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეზობლებმაც არაერთხელ სცადეს  ბავშვების შინაპატიმრობიდან დახსნა, თუმცა, უშედეგოდ.  


ყველა ახალი ამბავი
0