ანტისანიტარიის გამო, გურჯაანში ბაზარი აღარ ფუნქციონირებს

© Sputnik / STRINGERვაჭრობა ბაზარში
ვაჭრობა ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდმეწარმეებს პრობლემების გამოსწორება დაევალათ.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გურჯაანის აგრარულ ბაზარში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურის მიერ აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობები ამ დრომდე აღმოფხვრილი არ არის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტზე ყველისა და ხორცის პავილიონების შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. ბაზარის ადმინისტრაცია 1000 ლარით დაჯარიმდა.

აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზარი.

ჰიპერმარკეტი კარფური - Sputnik საქართველო
„კარფურის“ სენდვიჩებით მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა

აგრარულ ბაზარს  საწარმოო პროცესი დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში თელავის აგრარული ბაზარი  ორჯერ დაჯარიმდა, 400 და 1000 ლარის ოდენობით. 

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. 

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი — აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს. 


ყველა ახალი ამბავი
0