„კარფურის“ სენდვიჩებით მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliჰიპერმარკეტი "კარფური"
ჰიპერმარკეტი კარფური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა მოწამლულს სალმონელას ბაქტერია აღმოაჩნდა, რომელიც ადამიანს ცხოველური პროდუქტებიდან გადაედება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სუპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სენდვიჩებით მოწამლული პაციენტების რიცხვი ოცამდე გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წუხელ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სტაციონარს კიდევ ოთხმა ადამიანმა მიმართა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კარფურში“ ნაყიდი ქათმის სენდვიჩებით 16 ადამიანი მოიწამლა. კვების ობიექტის შემოწმებისას დადგენილ ნორმებთან კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. 

ტარხუნის ლიმონათი „ლაღიძის წყლებში“ - Sputnik საქართველო
რას ვსვამთ? აიკრძალა ოთხი ქართული კომპანიის ლიმონათი

მოწამლულ ადამიანებს სალმონელას ბაქტერია აღმოაჩნდათ. სალმონელოზი სალმონელებით ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე ინფექციური დაავადებაა – მუცლის ტიფი, რაც ვლინდება მწვავე გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სახით. დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ცხოველები (შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები), ისე პროდუქტები – ხორცი, რძე, კვერცხი.

ბაქტერია გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და კვირებისა და თვეების განმავლობაში შეუძლია გაძლება ოთახის ტემპერატურის წყალში, საგნების ზედაპირზე, ხორცში, რძეში.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პაციენტების მოწამვლის მიზეზი სწორედ ეს ინფექციაა. მოწამლულები „კარფურის“ წინააღმდეგ საჩივრის დაწერას აპირებენ.

ამასთან, კომპანია „კარფურმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა ინტოქსიკაციის შესაძლო მიზეზები დაადგინონ.

„ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენი პირველი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ „კარფურის“ თითოეული მაღაზია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სისტემატურად მოწმდება. რომელიმე სუპერმარკეტსა თუ ჰიპერმარკეტში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში „კარფურის“ მხრიდან მისი აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში ხორციელდება, ასევე უმოკლეს ვადებში ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაციის 100%-ით შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პატარა ბავშვის კვების პროცესი - Sputnik საქართველო
მშობლის შეცდომები და ბავშვის არაჯანსაღი დამოკიდებულება საკვებისადმი

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია მომხმარებლის უსაფრთხოებაზე მუდამ ზრუნავს. აქედან გამომდინარე, სურსათის სააგენტოს დადგენილ მაღალ სტანდარტებს მხოლოდ მიესალმება.

ასევე აღინიშნება, რომ „კარფურის“ ყველა მაღაზიას რეგულარულად უტარდება ჰიგიენის აუდიტი, გარდა ამისა, ხდება პროდუქტებისა და ზედაპირების ნიმუშების გაგზავნა დამოუკიდებელ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. საქართველოში „კარფურის“ 12 მაღაზია მუშაობს.

მოწამლულთაგან ამჟამად სტაციონარში სამკურნალოდ რჩება რვა ადამიანი, დანარჩენები სახლში გაწერეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კარფური“ ათასი ლარით დააჯარიმა.

ყველა ახალი ამბავი
0