თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
დევნილები სამინისტროს მიერ მათთვის მინიჭებული ქულებით უკმაყოფილონი არიან და გასაჩივრებას სპეციალურ კომისიაში გეგმავენ. ისინი ითხოვენ გადამოწმდეს ქულები, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზეც მათ ახალი ბინები ვერ მიიღეს.
როგორც დევნილები აცხადებენ, ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა აქვთ, რომელიც შენობის ავარიულობას ადასტურებს. თუმცა ამის მიუხედავად მათ მაინც მაღალი ქულები მიანიჭეს.
დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილი ამ ფაქტს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. მათი განცხადებით, კომისიამ შენობის დათვალიერებისას დევნილები გამოკითხა, თუ ვის სასარგებლოდ მუშაობდნენ არჩევნებზე.