დევნილებს ბინების გადაცემის სანაცვლოდ 3,5 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს

გამოწერა
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ორი პირი მოტყუებით დაარწმუნა, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს გადასცემდა.

დამნაშავე თაღლითური განზრახვით, მოტყუებით დაეუფლა 3,5 ათას აშშ დოლარს, აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს და ითვალისწინებს  ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0