ზამთრის კურორტებზე კვების 25 ობიექტი დააჯარიმეს

© FB / National Food Agencyსურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი აგრარულ ბაზარში პროდუქტის შემოწმებისას
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი აგრარულ ბაზარში პროდუქტის შემოწმებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვების ობიექტებში შემოწმდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში 50 შემოწმებული კვების ობიექტიდან 25 დააჯარიმეს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის 2017 წლის მაისში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ითვალისწინებს.

ერთ-ერთი რესტორანი თბილისში - Sputnik საქართველო
ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ზამთრის კურორტებზე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შემოწმდა. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს. 

უწყების მტკიცებით, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტები რეგულარულად მოწმდება.

© FB / National Food Agencyსურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი საზოგადოებრივი კვების ობიექტის შემოწმების დროს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი საზოგადოებრივი კვების ობიექტის შემოწმების დროს - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი საზოგადოებრივი კვების ობიექტის შემოწმების დროს

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია. 

ყველა ახალი ამბავი
0