ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები დააჯარიმეს

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი რესტორანი თბილისში
ერთ-ერთი რესტორანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოწმდა ქალაქ ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში არსებული სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების კვების ბლოკები

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ჩატარებული შემოწმების შემდეგ, გამოვლენილი დარღვევების გამო კვების 46 ობიექტი დაჯარიმდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის 2017 წლის მაისში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ითვალისწინებს.

„სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, საიდანაც გამოვლენილი დარღვევების გამო 46 მათგანი დაჯარიმდა. ბიზნესოპერატორებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები", —ნათქვამია განცხადებაში.

ქართული სამზარეულოს კაფეების და რესტორნები თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
ტურისტულ ადგილებში არსებული კვების ობიექტები მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება

თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი და ახალდაბა) არსებული სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები შეამოწმეს. კვების ბლოკებში შემოწმდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. პარალელურად გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0