ქართულ სათამაშოებს გერმანიის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ

© FB / GeoToysГрузинские игрушки из Германии
Грузинские игрушки из Германии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე Spielwarenmesse 2018 სამი ქართული კომპანია გაემგზავრება

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაში Spielwarenmesse 2018 მონაწილეობას სამი ქართული კომპანია მიიღებს, ნათქვამია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ვებგევრდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა 31 იანვარს გაიხსნება და 4 თებერვლამდე გასტანს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გერმანიაში გაემგზავრება სამი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების თბილისის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
საქართველომ ლონდონის გამოფენაზე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები წარადგინა

სათამაშოების გამოფენა Spielwarenmesse მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნის 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ სათამაშოების გამოფენაზე — Spielwarenmesse 2018 მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში“, — ნათქვამია განცხადებაში.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.


ყველა ახალი ამბავი
0