საქართველომ ლონდონის გამოფენაზე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები წარადგინა

© Photo: Courtesy of Silicon Valley Tbilisiბიზნესისა და ტექნოლოგიების თბილისის უნივერსიტეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების თბილისის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ლონდონში საკუთარი ხელოვნური ინტელექტი წარადგინა

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ბიზნესისა და ტექნოლოგიების თბილისის უნივერსიტეტი პირველად იღებს მონაწილეობას საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში Bett Show 2018, რომელიც ლონდონში 24-27 იანვარს იმართება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მსგავს პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენა 35 ათასზე მეტ ლექტორსა და სპეციალისტს აერთიანებს. ეს არის ადგილი, სადაც წარმოდგენილია განათლების სფეროს უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების თბილისის უნივერსიტეტმა გამოფენაზე წარადგინა მომავლის განათლების კონცეფცია, რომელიც NASA-ს და HP-ის კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

სენაკელი მოსწავლეები ნასაში - Sputnik საქართველო
სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, NASA-ს პროექტში გაიმარჯვეს

განათლების პროცესში ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება, კადრების გადამზადება სრულიად ახალი კონცეფციის ნაწილია, რომელიც შემუშავებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტის ხელმძღვანელის, მანანა უგულავას მიერ, რომელმაც გამოფენის ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. მსგავსი პროექტების შექმნასა და განვითარებაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

„ჩვენი სტუდენტები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად უკვე იღებენ მონაწილეობას პროექტებში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება. მაგალითად, ჩვენი ხელოვნური ინტელექტი — ბოტ-ასისტენტი მარტიდან ლექტორს სრულ ასისტირებას გაუწევს. მისი ცოდნა განვითარებულია სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებით, მან არაერთი გამოცდა თუ ტესტი გაიარა და უნივერსიტეტის შიდა პროცესებში ის სრულად არის ჩართული“, — განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ხელოვნური ინტელექტი მარსის კოლონიზაციის პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის მეორე ვერსიაზე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2017 წელს დაფუძნდა და იმ დროიდან აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური ბაზებისა და ლაბორატორიების შექმნაზე, რომლებიც საქართველოში მომავლის განათლების დანერგვის მნივნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0