ნიკოლოზ მეორის „როლს-როისი“ 4 მილიონ ევროდ იყიდება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის 1914 წლის გამოშვების „როლს-როისის“ გარბენი მხოლოდ 2 000 კილომეტრია

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ვებგვერდზე Auto.ru გამოჩნდა განცხადება 1914 წლის გამოშვების კაბრიოლეტ Rolls-Royce Silver Ghost-ის გაყიდვის შესახებ, რომელიც, გამყიდვლის მტკიცებით, რუსეთის იმპერატორ ნილოლოზ მეორეს ეკუთვნოდა.

ლოტის ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს. განცხადების თანახმად, მანქანა გერმანიაში იმყოფება.

კაბრიოლეტი ლურჯი ფერისაა. მისი გარბენი 2 000 კილომეტრს შეადგენს. ლოტის მდგომარეობის შესახებ განყოფილებაში ნათქვამია, რომ მანქანა „რემონტს არ საჭიროებს“.

„რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ევროპაში ავტომობილების ყველაზე დიდი პარკი ჰყავდა — „პრემიუმ“ კლასის 20 მოდელი. აღნიშნული მოდელი 1905-1926 წლებში იწარმოებოდა და ტექნიკურად ყველაზე თანამედროვე იყო: საიმედოობის, ნაკლები ხმაურის და აწყობის მაღალი ხარისხის მიხედვით. 20 წლის განმავლობაში გამოშვებულია სულ 8416 ეგზემპლარი“, — ნათქვამია კომენტარში Auto.ru-ზე (ეკუთვნის „იანდექსს“).

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი - Sputnik საქართველო
ჩერჩილის კუს ბაკნის სათვალე აუქციონზე მოსალოდნელზე სამჯერ ძვირად გაიყიდა

იქვე აღნიშნულია, რომ ავტომობილს საინტერესო ისტორია გააჩნია: ნიკოლოზ მეორის გარდაცვალების შემდეგ ეს Rolls-Royce კოლექციონერმა შეიძინა და ის ლას-ვეგასის კაზინოში გამოფინა. შემდეგ ავტომობილი სხვა კოლექციონერის ხელში გადავიდა, რომელმაც ის გერმანიაში ერთ-ერთ ბუნკერში გადამალა. ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მანქანა დაიკარგა, სანამ შემთხვევით ეს ბუნკერი არ აღმოაჩინეს.

„ამჯერად ეს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია, რომელიც Auto.ru-ზეა წარმოდგენილი“, — აღნიშნეს სერვისის პრესსამსახურში.

ბოლოჯერ Rolls-Royce გერმანიის ერთ-ერთ აუქციონზე 2013 წელს 5,5, მილიონ ევროდ იყიდებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0