ჩერჩილის კუს ბაკნის სათვალე აუქციონზე მოსალოდნელზე სამჯერ ძვირად გაიყიდა

CC BY 2.0 / Flickr/ BiblioArchives / LibraryArchives / Sir Winston Churchillბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუქციონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს სათვალე ისეთივე საკულტოა, როგორიც ცერჩილის სიგარა თუ შლაპა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის საკითხავი სათვალე აუქციონზე 6 ათას ფუნტად გაიყიდა, ანუ იმაზე სამჯერ ძვირად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Metro.

მრგვალი ფორმის სათვალე, რომელსაც კუს ბაკნის ჩარჩო ჰქონდა, კომპანია CW Dixey & Son-მა დაუმზადა პრემიერ ჩერჩილს.

წინასწარი ვარაუდებით, სათვალე მაქსიმუმ 2 ათას გირვანქა სტერლინგად უნდა გაყიდულიყო. ამის თაობაზე თავად სააუქციონო სახლი Catherine Southon-ი წერს.

როგორც ირკვევა, სათვალე კერძო მფლობელმა გაიტანა გასაყიდად, რომელსაც ის პირდაპირ CW Dixey & Son-ისგან აქვს შეძენილი. მეორე მსგავსი სათვალე კენტის საგრაფოში, ჩარტუელების მამულში ინახება, ხოლო კიდევ ერთი 2011 წელს გაიყიდა აუქციონზე. 

„ეს სათვალეები ისეთივე საკულტოა, როგორიც სიგარა და შლაპა“, — ციტირებს Metro სააუქციონო სახლის წარმომადგენლის სიტყვებს.

გამო ცემა წერს, რომ უინსტონ ცერჩილს ძალიან უყვარდა ორიგინალური სათვალეები და როგორც წესი, სამი სათვალე ჰქონდა სხვადასხვა საჭიროებისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0