თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ოთხშაბათის ღამით თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დილამდე გადაიკეტება, იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერიაზე დაყრდნობით.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამზირის გადაკეტვის მიზეზი დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟის პროცესია.
რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
საქართველოს დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ 3 მილიონი ლარი დახარჯა.