საახალწლო განათებები თბილისში: როგორ ემზადება ქალაქი დღესასწაულისთვის

გამოწერა

თბილისში რუსთაველის გამზირზე წინასაახალწლო განათებები ჩაირთო და  მთავარი ნაძვის ხე აინთო.  „Sputnik საქართველოს“ ვიდეოკადრეში იხილეთ თუ როგორ ემზადება დედაქალაქი საახალწლოდ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციები დაამონტაჟეს. მთავარი ნაძვის ხე ახალი განათებებითა და სათამაშოებით არის მორთული. თბილისელებმა და დედაქალაქის სტუმრებმა უკვე მოასწრეს დამტკბარიყვნენ იმ სილამაზის ხილვით, რაც რუსთაველის გამზირზე სუფევს.

თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკება ტრადიციულად ნაძვის ხის ფორმის მანათობელი კონსტრუქციით შემოსეს. სიახლე ის არის, რომ კონსტრუქციის ირგვლივ გაჩნდა  წარწერა – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დროს მმართველი პარტიის სლოგანი იყო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0