გავრცელებულია თუ არა მენინგოკოქცემია საქართველოში

© Pixabay / Pixabay / 1662222საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მენინგოკოქცემია - მწვავე ინფექციური დაავადებაა

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით მენინგოკოქკცემიის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია, განუცხადა ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბიჭი დაიღუპა. ბავშვი თავიდან დაბალი სიცხით მარნეულში, „ავერსის" კლინიკაში მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის 18 იანვარს გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა როგორც მარნეულში, ისე მთელ საქართველოში პანიკა გამოიწვია.

„მენინგოკოკცემია საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. საჭიროა მთელი რიგი პრევენციული ზომების მიღება, რათა არ განვითარდეს მენინგოკოკცემია. თუმცა, სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს მენინგოკოკცემიის მკურნალობას. საერთაშორისო მაჩვენებლებს თუ შევადარებთ საქართველოში არსებულ მაჩვენებლებს, მაშინ ცხადად ჩანს, რომ ზოგადად მენინგოკოკცემიის განვითარების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ ძალიან დაბალი. ასევე ლეტალობის მაჩვენებელიც ძალიან დაბალია, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით“, – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
იაშვილის კლინიკაში შვიდი წლის ბავშვი გარდაიცვალა

მენინგოკოქცემია არის მენინგოკოკური სეფსისი, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. დაავადებას ახასიათებს მწვავე დასაწყისი, შემცივნება და ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატება.

მენინგოკოკური ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა, მის გავრცელებას დიდი ყურადღება ეთმობა. მენინგოკოკური ინფექციის ერთეული შემთხვევების გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომ პროფილაქტიკური ზომების მიზანია — მისი გავრცელების აღკვეთა.

რისკის ჯგუფში შედის ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა ახლო კონტაქტი დაავადებულთან სიმპტომების გამოვლენამდე ერთი კვირის განმავლობაში. პირველ რიგში ესენი არიან ოჯახის ან სხვა ჩაკეტილი კოლექტივის წევრები, მაგალითად, სკოლის ან სამხედრო ნაწილის. დაავადების აფეთქების აღკვეთის საუკეთესო მეთოდია ვაქცინაცია, მაგრამ ის ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან მენინგოკოკის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს.

მენინგოკოკური ინფექციით ავადობას სეზონური ხასიათი აქვს, შემთხვევების რიცხვი ზამთარ-გაზაფხულზე იზრდება, რაც უკავშირდება იმუნიტეტის დაქვეითებას და გრიპით დაავადების რიცხვის ზრდას, რაც მენინგოკოკებისთის რისკის ფაქტორს წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0