იაშვილის კლინიკაში შვიდი წლის ბავშვი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მენინგოკოქცემიის დიაგნოზით შვიდი წლის ბავშვის გარდაცვალება წელს პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბიჭი დაიღუპა, იუწყება ქართული მასმედია.

ბავშვი მარნეულის №8 საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობდა. ის, თავდაპირველად, დაბალი სიცხით მარნეულში, „ავერსის" კლინიკაში მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.

მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის განცხადებით, მარნეულში არანაირი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. №8 საჯარო სკოლაში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, გარდაცვლილის კლასელების მშობლებს პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. ამ ეტაპზე, სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 წლის ბავშვის გარდაცვალება მენინგოკოქცემიის დიაგნოზით წელს პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა.

მენინგოკოქცემიის, ანუ მენინგოკოკური სეფსისის გამომწვევია მენინგოკოკი. ის მძაფრად, ინტოქსიკაციის მკვეთრი სურათით და მეორეული მეტასტაზური კერების განვითარებით მიმდინარეობს. მენინგოკოქცემია მენინგიტის გარეშე იშვიათია. მენინგოკოკური ინფექციის ეს ფორმა ყველა ასაკში გვხვდება. თუმცა, დაავადების შემთხვევათა 80% ბავშვების წილად მოდის.

ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით ამოსუნთქვის, ლაპარაკის, ცემინების დროს. ავადმყოფობა გადამდებია უმთავრესად დაავადების დასაწყისში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კატარული მოვლენები (ცემინება, სურდო, ხველა) მკვეთრად არის გამოხატული.

 

ყველა ახალი ამბავი
0