ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 წლის მოზარდი მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით თბილისში 8 მარტს გადაიყვანეს.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. 11 მარტს, დილის ხუთ საათზე 4 წლის მოზარდი თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ვებ-პორტალი ბათუმელები

როგორც ბავშვის ახლობლები აცხადებენ, ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.  ისინი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ  როცა ბავშვი ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ მიყვანეს და ანალიზები აუღეს,  მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ექიმებმა პაციენტი სახლში გაწერეს. 

იაშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში მოზარდი დაიღუპა

როგორც ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჯონი ჯანაშიამ განაცხადა, კლინიკაში მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს. პატარას სხეულზე ენინგოკოკური სისხლჩაქცევები უკვე მოდებული იყო.

4 წლის ანრი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ბათუმში იგი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

ინფორმაციას ბავშვის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ავრცელებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0