თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ექიმებმა ბავშვის სიკვდილი კვირას საღამოს დააფიქსირეს, თუმცა ეს ცნობილი მხოლოდ ორშაბათს გახდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ანევრიზმის შედეგად გარდაიცვალა. სხვა ვერსიით, სიკვდილის მიზეზი მენინგიტი გახდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“ მიმდინარეობს, რაც თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.