ელტონ ჯონი სცენიდან მიდის: შედგება თუ არა დაგეგმილი კონცერტი საქართველოში?

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელი მომღერალი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იძულებულია დაგეგმილზე ადრე თქვას უარი გასტროლებზე.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოში აპირებდა კონცერტით ჩამოსვლას, აპირებს განაცხადოს საგასტროლო მოღვაწეობის დასრულების შესახებ, იტყობინება გაზეთი Mirror.

სამოცდაათი წლის მომღერალი იძულებულია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც გაზეთი აღნიშნავს, გასულ წელს ელტონ ჯონი ბაქტერიული ინფექციის გამო იძულებული იყო რამდენიმე დღე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაეტარებინა და ამის გამო კონცერტებიც კი გადადო.

ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
2017 წელს ელტონ ჯონი საქართველოში აღარ ჩამოვა

გამოცემის თანახმად, მომღერალი სცენას მხოლოდ ერთი ბოლო მსოფლიო ტურნეს Wonderful Crazy Night Tour-ის გამართვის შემდეგ დატოვებს. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში იგეგმება მისი კონცერტი საქართველოში.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორები კომპანია Eastern Promotions და SOLO  — „საქართველოს ბანკის“ პერსონალურ კლიენტთა მომსახურების სერვისი არიან.

ვარსკვლავის გამოსვლა 2018 წლის ზაფხულში შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი. კონცერტის ორგანიზატორები მომღერლის ბოლო გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში ერთხელ უკვე გადაიდო — ვარსკვლავის გამოსვლა 2017 წლის 16-17 სექტემბერს იგეგმებოდა. გადადების მიზეზი ელტონ ჯონის მეგობრის, მისი გიტარისტისა და მუსიკალური დირექტორის ჯონ დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

საქართველოში კონცერტის გამართვაზე მოლაპარაკებები მომღერალთან წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკონცერტო ჰონორარის რაოდენობა არ გამჟღავნებულა.

ყველა ახალი ამბავი
0