2017 წელს ელტონ ჯონი საქართველოში აღარ ჩამოვა

© photo: Sputnik / Vladimir Kraynov / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის გადადების მიზეზი ელტონ ჯონის მეგობრისა და კოლეგის, ასევე მისი მუსიკალური დირექტორის ჯონ დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაა - ჯონსტონმა, რომელიც ბენდის წევრია 1972 წლიდან, ხელზე სერიოზული ოპერაცია გაიკეთა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მომღერლის, სერ ელტონ ჯონის კონცერტები, რომელიც საქართველოში 16-17 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მომავალ წელს გაიმართება, განაცხადა პრესკონფერენციაზე კომპანია Eastern Promotions-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.

კონცერტები შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში უნდა ჩატარებულიყო.

ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს 2018 წლის ზაფხულში გამართავს.

ის, ვინც ბილეთები 16 სექტემბრისთვის შეიძინა, 2018 წლის 30 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე დასწრებას უპრობლემოდ შეძლებს, ხოლო ისინი, ვინც ბილეთები 17 სექტემბრისთვის შეიძინა — 2018 წლის 1 ივლისს.

კონცერტის გადადების მიზეზი ელტონ ჯონის მეგობრისა და კოლეგის, ასევე მისი მუსიკალური დირექტორის ჯონ დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაა — ჯონსტონმა, რომელიც ბენდის წევრია 1972 წლიდან, ხელზე სერიოზული ოპერაცია გაიკეთა.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტების ორგანიზატორები არიან კომპანიები Eastern Promotions და SOLO, კლიენტების პერსონალურ მომსახურებას უზრუნველყოფს "საქართველოს ბანკი".

საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.

საქართველოში კონცერტის შესახებ მოლაპარაკებები მუსიკოსთან წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჰონორარის ოდენობას ორგანიზატორები არ ასაჯაროებენ.

ყველა ახალი ამბავი
0