ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
მამუკა ძებნიაურს 19 იანვრიდან ეძებდნენ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

აშშ-ის პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
აშშ-ში ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს

მამუკა ძებნიაური 19 იანვარს გაუჩინარდა. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ამიტომ მას ამ ტერიტორიაზე ოთხი დღის განმავლობაში მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები და პოლიციელები ეძებდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0