სკოლებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნაში საქართველოს HP დაეხმარება

© Photo: Courtesy of Ministry of Education and Science of Georgiaმიხეილ ჩხენკელის შეხვედრა HP-ის წარმომადგენლებთან
მიხეილ ჩხენკელის შეხვედრა HP-ის წარმომადგენლებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ შესთავაზა HP-ს ჩაერთოს ქვეყნის განათლების სისტემაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ამერიკული IT-კომპანია HP დაეხმარება საქართველოს სკოლებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის სისტემის აწყობის პროცესში, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული საკითხი განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის HP-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

სტუდენტი უნივერსიტეტში (თსუ) მიიჩქარის - Sputnik საქართველო
ქართველ აბიტურიენტებს პროფესიის არჩევაში დაეხმარებიან

კომპანია HP-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სკოლებში ელექტრონული ბიბლიოთეკების დანერგვა გაზრდის მოსწავლეთა ხელმისაწვდომობას ყველა ტიპის ლიტერატურაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს უახლესი ტექნოლოგიების სრული დანერგვის შესაძლებლობა სასწავლო პროცესში, მათ შორის პროფესიულ განათლებაშიც. ამის შედეგად სხვადასხვა პროფესიის დაუფლება შესაძლებელი იქნება ვირტუალური სავარჯიშოების და პრაქტიკის დახმარებით.

მიხეილ ჩხენკელი კომპანია  HP-ის წარმომადგენლებს შეხვდა განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს. ფორუმში, რომელიც 21 იანვარს გაიხსნა, ასამდე ქვეყნის განათლების მინისტრი და ოფიციალური პირი მონაწილეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0