ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი თბილისის ცენტრში
ევროპის მოედანი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ელჩმა ევროკავშირში უწოდა არასწრორი ინტერპრეტაცია იმას, რომ ევროკავშირში საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა ევროკავშირის მიერ არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში ნატალია საბანაძემ.

მანამდე „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა Twitter-ში დაწერა, რომ სამშაბათს საექსპერტო კომისია ევროპის საბჭოში აპირებს წარადგინოს მოხსენება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მიღების შესახებ მოთხოვნის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებული არიან.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროკავშირი უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

საბანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის კომისიაში 2017 წლის 20 დეკემბრის ანგარიშს განიხილავენ, თუმცა ეს საქართველოს არ ეხება.

„მიმდინარეობს რუტინული განხილვა, არაფერი ამაში საგანგებო და არაგეგმური არ არის. საუბარია კომისიის ანგარიშზე, მთელ რიგ ქვეყნებთან როგორ მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, სიმართლე არ არის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება. ამის ალბათობა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ზოგადად, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები“, – ციტირებს საბანაძეს საზმაუ-ს პირველი არხი.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.


ყველა ახალი ამბავი
0