კიევის სასამართლომ სააკაშვილის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის სასამართლომ დაიწყო სააკაშვილის სარჩელის განხილვა მისთვის იმ პირის სტატუსის მინიჭების უართან დაკავშირებით, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მოთხოვნა მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იუწყება РИА Новости.

სააკაშვილმა მანამდე კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს სარჩელით უკრაინის მიგრაციის სამსახურის სამმართველოს წინააღმდეგ მიმართა. პოლიტიკოსი მოითხოვდა, რომ უწყება აეძულებინათ განეხილა საკითხი მისთვის იმ პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს. თუმცა სასამართლომ 3 იანვარს სააკაშვილს უარი უთხრა, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა სააპელაციო ინსტანციაში გააასაჩივრა. სააპელაციო საჩივარი ასევე უკრაინის მიგრაციულმა სამსახურმა შეიტანა, რომლის განხილვა 19 იანვარს დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კიევში კობახიძეს სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხი არ განუხილავს

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება სასამართლოს შემადგენლობის აცილებასთან დაკავშირებით… ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. საქმე გადაეცეს მოსამართლეს აცილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად“, — წაიკითხა გადაწყვეტილება თავმჯდომარე მოსამართლემ.

სააკაშვილმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ არ ენდობა სასამართლოს შემადგენლობას, რომელიც მის საჩივარს იხილავს და მას მიკერძოებულად მიიჩნევს.

„გასაგებია, რომ ამ სასამართლოს შედეგი სულ სხვა ადგილას დაიწერა“, — განაცხადა მან და დაამატა, რომ „მოქალაქეობის უფლება უკრაინის სახალხო რესპუბლიკის კანონებითაც კი გააჩნია“.

სასამართლოს შენობა გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. სხდომას პოლიტიკოსის ასამდე მომხრე დაესწრო. იმ დროს, როდესაც მოსამართლეები სათათბირო ოთხში გავიდნენ, დარბაზში რამდენიმე ათეული პოლიციელი შევიდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა შეუფარდეს

უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეულმა სააკაშვილმა 10 სექტემბერს მომხრეების მხარდაჭერითა და დახმარებით გაარღვია საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთის ტერიტორიიდან შევიდა. სააკაშვილის ადვოკატმა მიგრაციის სამსახურში შეიტანა განცხადება მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის იმ პირის სტატუსის მინიჭების თხოვნით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით დაცვას საჭიროებს, რათა არ მოხდეს მისი საქართველოში ექსტრადირება. უწყებამ აღნიშნული განცხადების გნხილვაზე უარი იმის გამო განაცხადა, რომ ის შეიტანა არა პირადად სააკაშვილმა, არამედ მისმა წარმომადგენელმა. მოგვიანებით სააკაშვილმა უკვე პირადად შეიტანა განცხადება, მაგრამ კვლავ უარი მიიღო.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მიგრაციულმა სამსახურმა 2018 წლის 1 მარტამდე გააგრძელა იმ დოკუმენტის მოქმედება, რომელიც ქვეყანაში მისი ყოფნის ლეგალობას ადასტურებს. პოლიტიკოსის ადვოკატების თქმით, დოკუმენტი არის გარანტია იმისა, რომ სააკაშვილის ექსტრადირება ვერ მოხდება მანამდე, სანამ სასამართლო არ განიხილავს მის საჩივარს დამატებითი დაცვის მინიჭების უართან დაკავშირებით.


ყველა ახალი ამბავი
0