კიევში კობახიძეს სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხი არ განუხილავს

© photo: Irakli Kobakhidze / FBსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში 17 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დასრულდება

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik.  უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხი არ განხილულა,  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სააკაშვილი, რომელმაც საქართველო  2013 წლის ნოემბერში დატოვა,  სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ცნეს დამნაშავედ. საქართველომ უკრაინას მისი დაკავებისა და ექსტრადაციის თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა, სანამ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, უკრაინის მხარე ამ მოთხოვნას უარით პასუხობდა. ამჯერად სააკაშვილი უკრაინელი ოპოზიციონერია, რომლის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ აღძრა საქმე.

 „პოლიტიკური თვალსაზრისით,  ეს ჩვენთვის აქტუალურ საკითხს არ წარმოადგენს. ეს საკითხი სამართლებრივ კონტექსტში უნდა გადაწყდეს. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გახდეს შეხვედრებზე განსჯის საგანი“, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქმემ სააკაშვილის პიჯაკებზე საქართველოს იმიჯი შელახა

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც მაღალი დონის რიგი შეხვედრებია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგას – უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ვლადიმირ გროისმანს შეხვდა.

 „ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრემიერ–მინისტრთან, რომელზეც საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის  როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ასპექტზე. ჩვენ ძალზე მეგობრული და საინტერესო დისკუსია გვქონდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკონთან.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში 19 იანვარს დასრულდება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0