რას აჭმევენ ბავშვებს თბილისის საბავშვო ბაღებში?

CC BY 2.0 / Charlie Vinz / kindergartenსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში კვების ახალი ნორმები ექსპერტების რეკომენდაციებით არის შემუშავებული

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვების რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საბავშვო ბაღებში რაციონის საკითხი სოციალურ ქსელებში განხილვის აქტუალურ თემად იქცა. მშობლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბავშვები საბავშვო ბაღებში ლამის შიმშილობენ და მათი განვითარებისთვის საჭირო საკვების ნახევარსაც არ იღებენ. ბრალდებებსა და კრიტიკას კალაძემ უპასუხა.

ბაღი - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღებში ბავშვების დატოვების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს

„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო N487 დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით დამტკიცდა  ახალი მენიუ საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით“, — ციტირებს კალაძეს მერიის პრესსამსახური.

ახალი ნორმების თანახმად, 1-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელების მენიუს კალორიულობა 1165 კილოკალორიამდე შემცირდა. რაც შეეხება 4-დან 6 წლამდე ბავშვებს, მანამდე ისინი 1970 კილოკალორიას იღებდნენ. ახალი წესების მიხედვით, გოგონები 1545 კილოკალორიას, ხოლო ბიჭუნები 1715 კილოკალორიას იღებენ.

რძის ნაწარმი. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
რძე თუ ღვინო? თბილისის საბავშვო ბაღების მასწავლებლები შეცდომაში შეიყვანეს

„არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა“, — აღნიშნა მერმა.

კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ დაუშვებს პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას ეხება.

„აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები“, — განმარტა კახა კალაძემ.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.


ყველა ახალი ამბავი
0