ლანჩხუთში თავდამსხმელებმა 45 წლის ქალი აწამეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედებმა ქალს სცემეს, ფული წაართვეს, შემდეგ წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს, თვითონ კი მიიმალნენ.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დანებით შეიარაღებული სამი პირი სახლში მარტო მყოფ ქალს თავს დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

დაყაჩაღების მიზნით სახლში შესულმა სამმა პირმა 45 წლის ქალი აწამა.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა, პოლიციელებზე თავდასხმა და უკანონო იარაღი - დაკავებულია ერთი პირი

„სახეში მირტყეს, ფული გაქვს და მოგვეციო. მივეცი რაც მქონდა. იმ დილით გოჭები გავყიდე და იმის ფული მომიტანეს 380 ლარი. მე ვუთხარი, მანდ არის საფულეში მეთქი“, — განაცხადა დაზარალებულმა.

დაზარალებულის ინფორმაციით, თავდამსხმელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ოქროსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. ბოლოს, სასტიკად ნაცემი, წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს, თვითონ კი მიიმალნენ. დაზარალებულს ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში თავდამსხმელები სახლის გადაწვით დაემუქრნენ.

დაბმული ქალი თანასოფლელებმა მეორე დღეს იპოვეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0