კასპელები ცემენტის ქარხანაში ჩინელების დასაქმებას აპროტესტებენ

© photo : press-service of Government of Georgiaცემენტის ქარხანა კასპში
ცემენტის ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ქართული მარშის" წევრებმაც გამოუცხადეს

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კასპში ადგილობრივი მოსახლება „ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის ქარხნის მიერ ჩინელების დასაქმების წინააღმდეგია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

Сахар в килограммовых пачках на полках одного из продуктовых магазинов - Sputnik საქართველო
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხნის მუშაობის განახლებას ითხოვენ

მოსახლეობის ნაწილი დღეს სააკაძის ძეგლთან შეიკრიბა და ქარხნის ხელმძღვანელობას და მთავრობას ადგილობრივები და არა ჩამოყვანილი მუშების დასაქმების მოთხოვნით მიმართა.

მათი თქმით, როდესაც კასპის მოსახლეობას დასაქმების პრობლემა აქვს, დაუშვებელია ჩინეთიდან მუშების მასიური ჩამოსახლება და დასაქმება.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ქართული მარშის" წევრებმაც გამოუცხადეს და მოუწოდეს მოსახლეობას საპროტესტო აქციებს სისტემატიური ხასიათი მისცენ.


ყველა ახალი ამბავი
0