ახმეტაში სარწყავ არხში 40 წლის მამაკაცს ეძებენ

© photo: Sputnikსამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ძებნიაურის საცხოვრებელი სახლი ალაზნის სარწყავ არხთან ახლოს მდებარეობს

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქალაქ ახმეტაში, ალაზნის სარწყავ არხში 40 წლის მამუკა ძებნიაურს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველები ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ლანჩხუთში თავდამსხმელებმა 45 წლის ქალი აწამეს

სამძებრო ღონისძიებებში რამდენიმე საათის წინ მყვინთავებიც ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ წუთისათვის შეჩერებულია, მაშველები და მყვინთავები ძებნიაურის ძებნას ხვალ დილით განაახლებენ.

მამუკა ძებნიაურს მესამე დღეა ეძებენ. 40 წლის კაცის საცხოვრებელი ალაზნის სარწყავ არხთან ახლოს მდებარეობს. მამაკაცი ბოლოს, სახლისკენ მიმავალ გზაზე ნახეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0