თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ცხედარი მტკვარმა რამდენიმე საათის წინ გამორიყა.
ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხდეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.