ფოთში ზღვამ დაკარგული ქალის ცხედარი გამორიყა

გამოწერა
ქალბატონი დევნილთა დასახლებაში მარტო ცხოვრობდა და მას მეზობლები პატრონობდნენ.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 26-დღიანი ძებნის შემდეგ ფოთში დაკარგული შუახნის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს.

ნაზი მარშავას ცხედარი სამართალდამცველებმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინეს.

54 წლის ქალბატონს მეზობლები 26 დეკემბრიდან ეძებდნენ. მარშავა დევნილთა დასახლებაში მარტო ცხოვრობდა და მას მეზობლები პატრონობდნენ. მათივე ინფორმაციით, მარშავას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 


ყველა ახალი ამბავი
0